Saturday, December 21, 2013

მე-9 დღე

ინტელის პროექტის მე-9 დღე
 დღევანდელი დღე იყო დასკვნითი ეტაპი ზემოაღნიშნული პროექტისა, შევაჯამეთ ერთთვიანი მუშაობა, გამოვთქვით მოსაზრებები და სურვილები,  პრეზენტაციის სახით წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა. ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ სასწავლო პროექტის მონაწილეებს გადმოგვცა სერთიფიკატები და გვისურვა წარმატებები მისი განხორციელების საქმეში. დიდი მადლობა ქ-ნ მანანას ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი ლექციებისთვის   

Sunday, December 15, 2013

ინტელის პროექტის მე-7 დღე საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრის შესახებ. პროექტის დასაწყისში უპრიანია გამოირკვეს მოსწავლეთა სხვადასხვა დონე  და შესაძლებლობების უნარი, საგანგებო საჭიროების მოსწავლეთათვის იმთავითვე უნდა განისაზღვროს შესაბამისი მხარდაჭერა - სკაფოლდინგი, ე.წ  ხარაჩო. გავეცანით ჰოვარდ გარდნერის "მრავლმხრივი ინტელექტის"  ეტაპებს, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ისინი პროექტის მსვლელობისას., შევუმნათ შესაბამისი პირობები მოსწავლეებს ამ თვალსაზრისით. აგრეთვე, გავეცანით ფსიქოლოგთა მიერ შემუშავებულ ბავშვთა ფსიქოტიპებს -აუდიალები, ვიზუალები და კინესთეტიკი, პროექტის აქტივობებიც დავგეგმეთ ინტელექტის ამ სფეროთა მიხედვით. შევქმენით შაბლონები და ფორმები მოსწავლეთათვის.

Saturday, December 14, 2013

ინტელის პროექტის მე-6 დღე

დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. გავეცანით მე-5 მოდულის მონაცემებს, კერძოდ,  ვისწავლეთ  მოსწავლეთა პროექტების შეფასება და შეფასების ფორმების შედგენა. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  პროექტის ფარგლებში კოლეგებთან თანამშრომლობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, შენიშვნების გაზიარება. ამ მიზნით გავეცანოთ ერთმანეთის პროექტებს და შესაბამისი კომენტარები გავაკეთეთ.  შემდეგ ვიმუშავეთ ჩვენ მიერ გაკეთებული პრეზენტაციების შეფასების რუბრიკის შექმნაზე, თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეეები პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე. აგრეთვე, გავეცანით რამდენიმე დოკუმენტს, მაგ.პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი , რუბრიკების პორტფოლიო, პორტფოლიოს ჩეკლისტი. 

Sunday, December 8, 2013

ინტელის პროექტის მე-5

დღეს ვისაუბრეთ ინტელის პროექტის მე-3 მოდულის ტექნოლოგიებზე, კერძოდ,  ვისუბრეთ საავტორო უფლებების  შესახებ, გავეცანით უფლებებისა და მასალების ლეგიტიმური გამოყენების კანონებსა და წესებს..შემდეგ ვისწავლეთ ინტერნეტიდან გადმოტანილი მასალების წყაროს მითითება, როგორ უნდა აღვნიშნოთ, ჩავსვათ  ჩვენს პრეზენტაციებსა და ნამუშევრებში, რათა არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.  აგრეთვე,  ვისწავლეთ ფოტოების ატვირთვა წყაროთურთ..ტრენინგის დასკვნით ნაწილში მოვირგეთ მოსწავლეთა როლი  და გავაკეთეთ პრეზენტაცია საკუთარი  პროექტის მიხედვით , პრაქტიკულად გავიაზრეთ დღეს ნასწავლი მასალა, შემდეგ ეს პრეზენტაცია დავდეთ ბლოგზე, დასასრულ კი  გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და შევაფასეთ კომენტარებით.  

მოსწავლის ნიმუში

Saturday, December 7, 2013

ინტელის პროექტის მე-4 დღე

დღეს გავეცანი მე-2 მოდულის მე-3 აქტივობას: შეფასებას. იმას, თუ რას ემყარება შეფასება, რა არის მისი მიზანი. გამოყოფილია ორი - განამვითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. განმავითერებელი შეფასების მიზანია:
·         მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
·         მათი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
·         პროგრესის მონიტორინგი;
·         ნასწავლის გააზრების შემოწმება.
განმსაზღვრელი შეფასება კი უნდა ეხებოდეს მასალის გაგებისა და უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმებას სტანდარტთან შესაბამისობით.

გავეცანი შეფასების განრიგს. როგორ უნდა იყოს განაწილებული შეფასებები მთელი პროექტის განმავლობაში. შეფასების რა მეთოდები შეიძლება გამოვიყენო პროექტის დაწყებემდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულებისას. როგორ უნდა იყოს დაკავშირებული თითოეული მათგანი  პროექტის ამოცანებთან; როგორ უნდა იყოს განმარტებული თითოეული მათგანი და რას უნდა არკვევდეს მისი საშუალებით, ერთი მხრივ, მოსწავლე და, მეორე მხრივ, მასწავლებელი. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს ჩემ მიერ შერჩეული შეფასებები.

Sunday, December 1, 2013

ინტელის პროექტის მე-3 დღე

ვიმსჯელეთ პროექტის სტანდარტის ზედა დონის უნარების  შესახებ-ანალიზი, შეფასება, სინთეზი, განვიხილეთ პროექტის ამოცანების დასმა, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საგნობრივ სტანდარტებს.  განვიხილეთ მე-2 მოდულის დოკუმენტები : სტანდარტებისა მიზნების რუბრიკა, რომელიც მოცავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების დასმაზე. ამასთან დაკავშირებით გავეცანით რამდენიმე დოკუმენტსა და ჩეკლისტს, მაგ. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებს, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წერას და ა. შ. შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი.

ინტელის პროექტის მე-2 დღე